სასწავლო პროექტის
გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელი, გვარი
|
ნუნუ ნასყიდაშვილი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქალაქი/რაიონი
|
ქ. მცხეთა
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სკოლა
|
სსიპ ქალაქ მცხეთის № 1 საჯარო სკოლა
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დასახელება
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის იდეა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მე - 9 კლასში ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით, ისტორიის სწავლებისას , გათვალისწინებულია თემა: „საქართველო მეორე მსოფლიო ომში“. ამ საკითხის განხილვისას მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი მეტი გაეგოთ
ამ ომში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
და გამოთქვეს სურვილი დაეგეგმათ
პროექტი სახელწოდებით „9 მაისი -
ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული“.
პროექტი აქტუალურია, რამეთუ 70 წელზე მეტი გავიდა ფაშიზმის
დამარცხებიდან, ომის მონაწილე გმირები კი ცოტანიღა დარჩნენ, ისინი თავიანთი
ღვაწლის გამო არ უნდა დაივიწყონ, ასევე ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ფაშიზმის
სახით დამარცხდა დიდი ბოროტება, რაც არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის შინაარსი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეები გაეცნობიან მეორე
მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებსა
და „ თავდაუსხმელობის პაქტის“ პირობებს. მოიძიებენ ინფორმაციას მეორე მსოფლიო ომში საქართველოს მონაწილეობის
შესახებ, ქართველთა ოპოზიციური აზრის შესახებ, გაეცნობიან ომის შედეგებს. მოიძიებენ
ასევე, და ნახავენ დოკუმეტურ და
მხატვრულ ფილმებს აღნიშნულ
თემაზე.
გაავლებენ პარალელებს პოეზიასთან, - „ფრონტული წერილები“ - მირზა გელოვანი, რაც დაგვირგვინდება გასვლითი
შემეცნებითი ექსკურსიით ვაკის პარკში, სადაც მოინახულობენ უცნობი ჯარისკაცის
საფლავს. დაესწრებიან გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. სტუმრად ეწვევიან მცხეთაში მცხოვრებ სამამულო
ომის მონაწილე ქალბატონს თამარ ყირმიზოვს, რითაც გამოხატავენ პატივისცემას ომში
მონაწლე ქალბატონის მიმართ,
მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას მოსწავლეები გამოიყენებენ
სლაიდების შესაქმნელად და პეზენტაციის გასაკეთებლად, რასაც გაუზიარებენ თანატოლებს .
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგანი/საგნები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საფეხური/კლასი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მეცხრე
კლასი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის განხორციელების დრო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აპრილი-
მაისი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის საფუძვლები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგნობრივი სტანდარტები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
საზ.მეც. IX. 5. მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა
და განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიოტიკურ
ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე.
·
მსჯელობს მსოფლიო ომებით გამოწვეულ ცვლილებებზე
და საქართველოსათვის ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე.
·
იკვლევს კონფლიქტებს სახელმწიფოებს შორის და მის
გავლენას მეზობლებზე.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეები შეძლებენ:
·
გაანალიზონ საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
·
იმსჯელონ კონკრეტულ
საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქართულ
სახელმწიფოებრიობაზე.
·
იმსჯელონ მსოფლიო ომებით გამოწვეულ ცვლილებებზე
და საქართველოსათვის ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე.
·
გამოიკვლიონ კონფლიქტები სახელმწიფოებს შორის და
მისი გავლენა მეზობლებზე.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების სტრატეგიები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დასაწყისში
|
Ø
ცხრილი
|
შესაბამისი შეკითხვებით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მსვლელობისას
|
Ø
პრეზენტაციის რუბრიკა
Ø
ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა
Ø
ურთიერთშეფასება
Ø თვითშეფასება
Ø ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვება
|
კრიტერიუმები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დასრულების შემდეგ
|
Ø
პრეზენტაციის რუბრიკა
Ø
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
Ø რეფლექსია
|
კრიტერიუმები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის ფარგლებში , მისი მსვლელობის ყველა ეტაპზე-
დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ, - გამოვიყენებ მოსწავლეზე
ორიენტირებული შეფასების სხვადასხვა ფორმას: შეკითხვებს, სქემებს, ჩანაწერებს,
რუბრიკებს.
შეფასების მეთოდების
მრავალფეროვნება დამეხმარება მიზნების განსაზღვრაში; პროგრესის
მონიტორინგში, უკუკავშირის უზრუნველყოფაში; აზროვნების, პროცესების და პროდუქტების
შეფასებაში; სასწავლო პროექტის
მსვლელობისას შესაბამისი ცვლილებების შეტანაში.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წინარე ცოდნა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იციან სქემებზე და ცხრილებზე მუშაობა;
შეუძლიათ ინტერნეტით
სარგებლობა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად.
შეუძლიათ ლოგიკური
აზროვნება, მსჯელობა - დასკვნების გამოტანა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განსავითარებელი უნარები:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Ø ინფორმაციის სწრაფი და მიზნობრივი მოპოვებისა და აღქმის უნარი;
Ø საგარეო პოლიტიკური ვითარების გააზრების უნარი;
Ø საგარეო და საშინაო პოლიტიკას შორის კავშირების დადგენის უნარი;
Ø წყაროების ანალიზის უნარი;
Ø მოვლენათა შედარების და მათ შორის კავშირების დადგენის უნარი;
Ø თანამშრომლობის უნარი;
Ø მსჯელობის, დისკუსიისა და პრეზენტაციის უნარი;
Ø სხვისი აზრის მოსმენის უნარი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1-ლი შეხვედრა:
პროექტის გეგმის გაცნობა;
მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და დავალებების მიცემა:
1 ჯგუფი
- საქართველო მეორე მსიფლიო ომში;
2 ჯგუფი -
ქართული ოპოზიციური აზრი მეორე მსოფლიო ომის შესახებ,
3 ჯგუფი -
მეორე მსოფლიო ომის შედეგები
4 ჯგუფი -
სლაიდების შექმნა,( მსოფლიო ომის ლიდერები, ქლუხორის, მამისონის, მარუხის უღელტეხილი, კუნძულ ტექსილის აჯანყება, ქერჩის ბრძოლა,
კონსტანტინე ლესელიძე, ფორე მოსულიშვილი და ა. შ.)
სსმ მოსწავლე -
1) მოიძიებს პლაკატს :დედა სამსობლო გვეძახის“. და აღწერს.
2) რუკაზე აჩვენებს ომში მონაწილე ქვეყნებს.
მე-2 შეხვედრა:
წინარე ცოდნის
გააქტიურება - ცხრილის შევსება:
მასწავლებლის მინი-ლექცია:
“მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდისა და „თავდაუსხმელობის პაქტის“
პირობების გაცნობა.
მე-3 შეხვედრა:
მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების მომზადება.
მიცემული დავალების შესრულების შემდეგ, შევხვდები მოსწავლეებს
საპრეზენტაციო მასალის განხილვის და შესაბამისი ცვლილებების შეტანის
მიზნით.
მოხდება მოძიებული მასალის
პრეზენტაცია და დოკუმენტური
ფილმის ჩვენება . – „მეორე მსოფლიო ომი და ქართველები“ - თომა ჩაგელიშვილი
მე-4 შეხვედრა
მხატვრული ფილმების ჩვენება:
1-ლი დღე: - „ღიმილის ბიჭები“ -
სამშობლო გვეძახის;
მე-2 დღე:
- „ჯარისკაცის მამა“ -
ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის გამოვლენა;
მე-3
დღე - „ჯვარცმული კუნძული“ -
მასობრივი გმირობის მაგალითი.
მე-5 შეხვედრა:
ლიტერატურული პარალელები -
მირზა გელოვანი - „ფრონტული
წერილები“
გასვლითი ღონისძიებები:
1) სტუმრად სამამულო ომის
მონაწილე მცხეთელ ქალბატონ თამარ
ყირმიზოვთან;
2) უცნობი ჯარისკაცის საფლავის მონახულება ვაკის პარკში;
3) ფაშიზმზე
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება.
შეჯამება - დისკუსია თემაზე :
„1941-1945 წლები სამამულო ომი, თუ თავს
მოხვეული მსოფლიო ომი“.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რესურსები
|
გამოყენებული
ლიტერატურა
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Ø სახელმძღვანელოები;
Ø კომპიუტერი;
Ø რუკა;
Ø ფურცლები;
Ø ფოტოკამერა;
Ø პრინტერი;
Ø პროექტორი;
Ø ტრანსპორტი.
ინტერნეტრესურსები:
|
Ø სკოლის ბიბლიოთეკაში
დაცული ლიტერატურა;
Ø ელექტრონული
რესურსები;
Ø ისტორიის
სახელმძღვანელოები;
Ø მირზა გელოვანი-
„ფრონტული წერილები“
Ø ნოდარ დუმბაძე - „მე ვხედავ
მზეს“.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე
მე-9 კლასში განვახორციელე სასწავლო პროექტი „9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების
დღესასწაული. პროექტის დაგეგმვა გამოიწვია თემის აქტულაობამ, რაც მდგომარეობს იმაში,
რომ 70 წელზე მეტი გავიდა ფაშიზმის დამარცხებიდან,
ომის მონაწილე გმირები კი ცოტანიღა დარჩნენ, ისინი თავიანთი ღვაწლის გამო არ უნდა დაივიწყონ,
ასევე ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ფაშიზმის სახით დამარცხდა დიდი ბოროტება, რაც არასოდეს
აღარ უნდა განმეორდეს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია მეორე მსოფლიო
ომში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, ასევე ქართველების გმირობის შესახებ. რაც გააღრმავებს
მათში სამშობლოსადმი სიყვარულს და თავდადებას, აუმაღლებს მოტივაციას საკუთარი წვლილი
შეიტანონ მომავალში ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში.
პროექტში დასახული მიზნები განხორციელდა.
მოსწავლეებმა გაიგეს იმაზე მეტი, ვიდრე იცოდნენ, რაც გათვალისწინებული იყო სასწავლო
პროგრამით თემაზე „საქართველოს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობნის შესახებ“.
ყველა დაგეგმილი აქტივობა განხორციელებული იქნა. ყველა კომოპონენტში პროექტი
იყო უდაოდ საინტერესო და ბევრის მომცემი, თუმცა ყველაზე მეტად, წარმატებული იყო ომის მონაწილე მცხეთელ ქალბატონთან
თამარ ყირმიზოვთნ სტუმრობა, რითაც დიდი სიხარული
მივანიჭეთ თავად გმირ ქალბატონს, რომელმაც აღნიშნა რომ ასეთი პატივისცემა და ყურადღება
მისთვის დიდი ხანია არავის გამოუხატავს, ხოლო მოსწავლეებმა მისგან გაიგეს ბევრი საინტერესო
ინფორმაცია ომის ეპიზოდების შესახებ.
პროექტს ღირებულება შემატა როგორც დოკუმენტური ფილმის „საქართველო მეორე
მსოფლიო ომში“ ჩვენებამ, ასევე, მხატვრული ფილმების; „ღიმილის ბიჭების“, „ჯარისკაცის
მამის“ და „ჯვარცმული კუნძულის“ ჩვენებამაც.
„ღიმილის ბიჭებმა“ მოსწავლეებს დაანახა თავის განწირვა სამშობლოსათვის
კრიტიკულ მომენტში; „ჯარისკაცის მამამ“ პატრიოტიზმისა და ჰუმანიზმის გრძნობები წამოუწია
წინ; ხოლო „ჯვარცმულმა კუნძულმა“ მათ უჩვენა მასობრივი გმირობის შესანიშნავი მაგალითები.
პროექტის მონაწილენი
კმაყოფილნი დარჩნენ თვიანთი მუშაობით, რამაც, რა
თქმა უნდა, ხელი შეუწყო მათში სხვადასხვა
უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, როგორიცაა
ინფორმაციის სწრაფი და მიზნობრივი მოპოვების, საგარეო პოლიტიკური
ვითარების გააზრების, საგარეო და საშინაო პოლიტიკას
შორის კავშირების დადგენის , წყაროების ანალიზის, მოვლენათა შედარების, , თანამშრომლობის, მსჯელობის, პრეზენტაციის და სხვისი აზრის მოსმენის უნარი.
მოსწავლეებს
აუმაღლდათ მოტივაცია და დაებადათ სურვილი სამომავლოდ, კიდევ და კიდევ მეტი პროქტების
შექმნისა.
პროექტის მსველობისას აქტივობების დამატება არ მომხდარა, რადგან არ იყო
ამის საჭიროება.
ვფიქრობ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა, რაც თავადაც მიმაღლებს
მოტივაციას, ვიმუშაო სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე
.