საზაფხულო სკოლის - „ისწავლე
ხალისით“ - მასწავლებლის
ნუნუ ნასყიდაშვილის
რეფლექსია
სასწავლო წლის
დამთავრებისთანავე მცხეთისN1
საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლებმა მე და მარინა კიკნაძემ გადავწყვიტეთ აგვემუშავებინა
საზაფხულო სკოლა, რომელიც პირველად დაიგეგმა აღნიშნულ სკოლაში
საზაფხულო სკოლის მუშაობა განისაზღვრა სამი კვირით. შევიმუშავეთ პროგრამა და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ განცხადებასთან ერთად. მსურველები აქტიურად გამოეხმაურნენ განცხადებას. სულ ოცმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი ჩარიცხულიყო საზაფხულო სკოლაში აქედან 8 მოსწავლე ბიჭი იყო ხოლო 12 მოსწავლე გოგონა.
საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებას ის დატვირთვა ჰქონდა, რომ ზაფხულის არდადეგების პერიოდი მოსწავლეთათვის საინტერესო და ნაყოფიერი გამხდარიყო, როგორც ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური და ემოციური კუთხით, რათა მოსწავლეებში ამაღლებულიყო მოტივაცია მეტი ცოდნის მიღებისა, სწავლისა, ნახვისა, რაც იმ უნარების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს, როგორიც არის ურთიერთაგება, თანაგრძნობა, თანამშრომლობა და სხვა. საზახულო სკოლის აქტუალურობა და მნიშვნელობაც სწორედ ამაში მდგომარეობდა.
სკოლაში ჩართული ბავშვები მე-7ა და მე-7ბ კლასის მოსწავლეები იყვნენ, ამდენად მათ შორის კონფლიქტი ნაკლებად მოსალოდნელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მათ ერთმანეთან კარგი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდათ. თუმცა მიუხედავად ამისა მაინც შევიმუშავეთ, როგორც სკოლის წესები, ასევე ქუჩაში უსაფრთხო სიარულისინსტრუქციები.
პროგრამის მიხედვით დაგეგმილი გვქონდა ყოველი სამუშაო დღე როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობის კუთხით: ფიზიკური აქტივობები, ექსკურსიები, დამოუკიდებელი დავალებები. საზაფხულო სკოლის პროგრამა ძირითადად ითვალისწინებდა მცხეთისა და მისი შემოგანერით მოსწავლეთა დაინტერესებას, რომლებიც შეისწავლიდნენ მშობლიური ქალაქის ისტორიას, კულტურას ყოფა ცხოვრებას, ხოლო შეძენილი ცოდნითა და ნანახით შექმნიდნე საკუთარ პროდუქტს საპრეზენტაციოდ.
დაგეგმილი აქტივობების უდიდესი ნაწილი შესრულდა. მე და მარინა მასწავლებლს, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე გვიწევდა გეგმით გაწერილი აქტივობების შესრულება. სამთავროს დედათა მონასტრის თემაზე “ქართველთა განმანათლებელი „- ღია ცის ქვეშ ჩატარებული გავეთილის ავტორი გახლდათ მარინა კიკნაძე. საინტერესო და შთამბეჭდავი იყო მცხეთის ახალგაზრდა სპორცმენებთან ,კანოისტ ,ზურაბ ნადირაძესთან და სლალომისტ გიორგი ნასყიდაშვილთან შეხვედრა, რომლებიც ბავშვებს ესაუბრნენ თავიანთ მიღწევებზე, აჩვენეს ვიდეო ჩანაწერები და უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს(მასწ ნუნუ ნასყიდაშვილი) მოსწავლეები დავასწარით კონცერტს, რომელიც მიეძღვნა მცხეთის კულტურის სახლის გახსნას და რომელ კონცერტზეც ჩვენივე სკოლის ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას(ნ.ნასყიდასვილი მ.კიკნაძე) ჩავატარეთ ინტელექტუალური შეჯიბრი,,მოიგე შენი ბრძოლა“ (მ.კიკნაძე), რომელმაც ძალიან აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია წარმატებისათვის, მოვაწყეთ საინტერესო კინო ფილმების ჩვენება და განხილვა (ნ.ნასყიდაშვილი). ღია ცის ქვეშ კიდევ ერთი გაკვეთილის ჩატარებით მოიხიბლნენ მოსწავლეები, გაკვეთილი ჩატარდა თემაზე ,,სამთავროს სამაროვანი“.
მათ ნახეს სამთავროს ველის სამარხთა ტიპები,მეორე ათასწლეულის ტერასული ნასახლარები(მ.კიკნაძე ), ასევე სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მათთვის მონაწილეობა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში (ნ.ნასყიდაშვილი მ.კიკნაძე),რამაც მათ გაუღვიძა სურვილი გახდნენ არქეოლოგები, მკვლევარები, ისტორიკოსები. ადგილზე მისვლით მოსწავლეებს გავაცანით ანტიოქის დედათა მონასტერი და მისი ისტორია(ნ.ნასყიდაშვილი). განსაკუთრებით გამორჩეული და ლამაზი იყო ის დღე, როდესაც მდ.მტკვრისა და არაგვის შესართავთან ჩატარდა მრავლის მომცველი გაკვეთილი თემაზე ,, მცხეთა დედაქალაქობის ხანაში“ (ნ.ნასყიდაშვილი მ.კიკნაძე), რაც დაგვირგვინდა გასეირნებით მდ.მტკვარზე და არაგვზე ტურისტული კატერით(იხ.საიტი www.mtsketatur.ge ). მოვაწყეთ სპორტის დღე სახელწოდებით ,,მხიარული სტარტები“ ჩვენი სკოლის მასწავლებლის დავით თურქიაშვილის არბიტრობით (ნ.ნასყიდაშვილი მ.კიკნაძე), რასაც მოჰყვა შემდეგი აქტივობა ,,სიცილის დღე“. მოსწავლეები იხსენებდნენ თავს გადახდილ სასაცილო ამბებს, ქმნიდნენ უწყინარ შარჟებს. შთამბეჭდავი იყო ექსკურსია იოანე მუხრან-ბატონის მამულში ,, შატო -მუხრანში“ სადაც ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ,,ქართული ღვინის ისტორია“ (მ.კიკნაძე) მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუხრანბატონის დროინდელი ღვინის ქარხანა და საცავი, გაეცნენ სხვადასხვა ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს, ისეირნეს პარკში, დაათვალიერეს ულამაზესი სასახლე. სკოლაში ყოფნის პერიოდში მოსწავლეებმა იმუშავეს საზაფხულო სკოლის დღიურზე, გააკეთეს ალბომი, მოახდინეს ნაშრომების პრეზენტაცია (ნ.ნასყიდაშვილი,მ.კიკნაძე)(იხილეთპრეზენტაცია).
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შესასრულებელი დაგვრჩა ექსკურსია საქ.ეროვნულ მუზეუმში, რაც ვერ მოხერხდა იმ პერიოდში არსებული ძლიერი სიცხეების გამო. გადაიდო, თუმცა მაინც ვერ შედგა სტუმრობა მცხეთელ მეღვინე გიორგი ბარისაშვილთან და მებაღე ქეთევან სურმავასთან. ყოველივე ამას გეგმის მოდიფიცირება მოჰყვა. მოეწყო სტუმრობა მსწავლებელ მარინა კიკნაძესთან, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს მისი კარმიდამო, ნახეს ვარდები, სხვადასხვა ჯიშის ვაზები, ლამაზი ყვავილები, ისიამოვნეს მწვანე მოლით, მიირთვეს ხილი და ნუგბარი. შემდეგ მოსწავლეებმა ფორტეპიანოზე შეასრულეს სხვადასხვა მელოდიები, მათ შეუერთდა ნუნუ მასწავლებელიც (მე) თავისი შესრულებითა და სიმღერებით. ეს ძალზედ ლამაზი დღე თავისთავად გამოვიდა საზაფხულო სკოლის დასრულების დღე, სკოლისა, რომელმაც ბავშვებს მისცა საინტერესო ინფორმაციები , ცოდნა საქართველოსა და კერძოდ საკუთარი ქალაქის შესახებ. მათ შექმნეს საკუთარი ვიდეო და აუდიო პროდუქტი, ელექტრონული ალბომი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ გაიგეს მეგობრობისა და თანამშრომლობის ფასი.
პირადად ჩემთვის ამ სკოლაში მუშაობამ გამოცდილება შემძინა ამ კუთხით. სიღრმისეულად დამანახა ბავშვები და მათი ინტერესები. მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანი იყო .
არანაკლები როლი ამ საქმეში მიუძღვით
მშობლებს . მათი დახმარებით მოხდა ექსკურსიებისა
და სხვა ღონისძიებების დაფინანსება. ვთვლი რომ საზაფხულო სკოლაში ყოფნამ ბავშვებს დიდი
სარგებელი მისცა . მართალია სკოლის მუშაობის ბოლო კვირას შემცირდა მოსწავლეთა დასწრება
, რაც ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული.
რაც შეეხება ხარვეზებს, სკოლას არ გააჩნდა გასვლითი ღონისძიებებისათვის დასაფინანსებელი
თანხები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ ჩემს შემდგომ მუშაობაში, მოვძებნი სპონსორებს სკოლის ფინანსური უზრუნველყოფისათვის
, აქტივობებს კი აუცილებლად მოსწავლეების მონაწილეობით დავგეგმავ
საზაფხულო სკოლის მუშაობა განისაზღვრა სამი კვირით. შევიმუშავეთ პროგრამა და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ განცხადებასთან ერთად. მსურველები აქტიურად გამოეხმაურნენ განცხადებას. სულ ოცმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი ჩარიცხულიყო საზაფხულო სკოლაში აქედან 8 მოსწავლე ბიჭი იყო ხოლო 12 მოსწავლე გოგონა.
საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებას ის დატვირთვა ჰქონდა, რომ ზაფხულის არდადეგების პერიოდი მოსწავლეთათვის საინტერესო და ნაყოფიერი გამხდარიყო, როგორც ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური და ემოციური კუთხით, რათა მოსწავლეებში ამაღლებულიყო მოტივაცია მეტი ცოდნის მიღებისა, სწავლისა, ნახვისა, რაც იმ უნარების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს, როგორიც არის ურთიერთაგება, თანაგრძნობა, თანამშრომლობა და სხვა. საზახულო სკოლის აქტუალურობა და მნიშვნელობაც სწორედ ამაში მდგომარეობდა.
სკოლაში ჩართული ბავშვები მე-7ა და მე-7ბ კლასის მოსწავლეები იყვნენ, ამდენად მათ შორის კონფლიქტი ნაკლებად მოსალოდნელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მათ ერთმანეთან კარგი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდათ. თუმცა მიუხედავად ამისა მაინც შევიმუშავეთ, როგორც სკოლის წესები, ასევე ქუჩაში უსაფრთხო სიარულისინსტრუქციები.
პროგრამის მიხედვით დაგეგმილი გვქონდა ყოველი სამუშაო დღე როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობის კუთხით: ფიზიკური აქტივობები, ექსკურსიები, დამოუკიდებელი დავალებები. საზაფხულო სკოლის პროგრამა ძირითადად ითვალისწინებდა მცხეთისა და მისი შემოგანერით მოსწავლეთა დაინტერესებას, რომლებიც შეისწავლიდნენ მშობლიური ქალაქის ისტორიას, კულტურას ყოფა ცხოვრებას, ხოლო შეძენილი ცოდნითა და ნანახით შექმნიდნე საკუთარ პროდუქტს საპრეზენტაციოდ.
დაგეგმილი აქტივობების უდიდესი ნაწილი შესრულდა. მე და მარინა მასწავლებლს, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე გვიწევდა გეგმით გაწერილი აქტივობების შესრულება. სამთავროს დედათა მონასტრის თემაზე “ქართველთა განმანათლებელი „- ღია ცის ქვეშ ჩატარებული გავეთილის ავტორი გახლდათ მარინა კიკნაძე. საინტერესო და შთამბეჭდავი იყო მცხეთის ახალგაზრდა სპორცმენებთან ,კანოისტ ,ზურაბ ნადირაძესთან და სლალომისტ გიორგი ნასყიდაშვილთან შეხვედრა, რომლებიც ბავშვებს ესაუბრნენ თავიანთ მიღწევებზე, აჩვენეს ვიდეო ჩანაწერები და უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს(მასწ ნუნუ ნასყიდაშვილი) მოსწავლეები დავასწარით კონცერტს, რომელიც მიეძღვნა მცხეთის კულტურის სახლის გახსნას და რომელ კონცერტზეც ჩვენივე სკოლის ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას(ნ.ნასყიდასვილი მ.კიკნაძე) ჩავატარეთ ინტელექტუალური შეჯიბრი,,მოიგე შენი ბრძოლა“ (მ.კიკნაძე), რომელმაც ძალიან აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია წარმატებისათვის, მოვაწყეთ საინტერესო კინო ფილმების ჩვენება და განხილვა (ნ.ნასყიდაშვილი). ღია ცის ქვეშ კიდევ ერთი გაკვეთილის ჩატარებით მოიხიბლნენ მოსწავლეები, გაკვეთილი ჩატარდა თემაზე ,,სამთავროს სამაროვანი“.
მათ ნახეს სამთავროს ველის სამარხთა ტიპები,მეორე ათასწლეულის ტერასული ნასახლარები(მ.კიკნაძე ), ასევე სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მათთვის მონაწილეობა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში (ნ.ნასყიდაშვილი მ.კიკნაძე),რამაც მათ გაუღვიძა სურვილი გახდნენ არქეოლოგები, მკვლევარები, ისტორიკოსები. ადგილზე მისვლით მოსწავლეებს გავაცანით ანტიოქის დედათა მონასტერი და მისი ისტორია(ნ.ნასყიდაშვილი). განსაკუთრებით გამორჩეული და ლამაზი იყო ის დღე, როდესაც მდ.მტკვრისა და არაგვის შესართავთან ჩატარდა მრავლის მომცველი გაკვეთილი თემაზე ,, მცხეთა დედაქალაქობის ხანაში“ (ნ.ნასყიდაშვილი მ.კიკნაძე), რაც დაგვირგვინდა გასეირნებით მდ.მტკვარზე და არაგვზე ტურისტული კატერით(იხ.საიტი www.mtsketatur.ge ). მოვაწყეთ სპორტის დღე სახელწოდებით ,,მხიარული სტარტები“ ჩვენი სკოლის მასწავლებლის დავით თურქიაშვილის არბიტრობით (ნ.ნასყიდაშვილი მ.კიკნაძე), რასაც მოჰყვა შემდეგი აქტივობა ,,სიცილის დღე“. მოსწავლეები იხსენებდნენ თავს გადახდილ სასაცილო ამბებს, ქმნიდნენ უწყინარ შარჟებს. შთამბეჭდავი იყო ექსკურსია იოანე მუხრან-ბატონის მამულში ,, შატო -მუხრანში“ სადაც ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ,,ქართული ღვინის ისტორია“ (მ.კიკნაძე) მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუხრანბატონის დროინდელი ღვინის ქარხანა და საცავი, გაეცნენ სხვადასხვა ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს, ისეირნეს პარკში, დაათვალიერეს ულამაზესი სასახლე. სკოლაში ყოფნის პერიოდში მოსწავლეებმა იმუშავეს საზაფხულო სკოლის დღიურზე, გააკეთეს ალბომი, მოახდინეს ნაშრომების პრეზენტაცია (ნ.ნასყიდაშვილი,მ.კიკნაძე)(იხილეთპრეზენტაცია).
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შესასრულებელი დაგვრჩა ექსკურსია საქ.ეროვნულ მუზეუმში, რაც ვერ მოხერხდა იმ პერიოდში არსებული ძლიერი სიცხეების გამო. გადაიდო, თუმცა მაინც ვერ შედგა სტუმრობა მცხეთელ მეღვინე გიორგი ბარისაშვილთან და მებაღე ქეთევან სურმავასთან. ყოველივე ამას გეგმის მოდიფიცირება მოჰყვა. მოეწყო სტუმრობა მსწავლებელ მარინა კიკნაძესთან, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს მისი კარმიდამო, ნახეს ვარდები, სხვადასხვა ჯიშის ვაზები, ლამაზი ყვავილები, ისიამოვნეს მწვანე მოლით, მიირთვეს ხილი და ნუგბარი. შემდეგ მოსწავლეებმა ფორტეპიანოზე შეასრულეს სხვადასხვა მელოდიები, მათ შეუერთდა ნუნუ მასწავლებელიც (მე) თავისი შესრულებითა და სიმღერებით. ეს ძალზედ ლამაზი დღე თავისთავად გამოვიდა საზაფხულო სკოლის დასრულების დღე, სკოლისა, რომელმაც ბავშვებს მისცა საინტერესო ინფორმაციები , ცოდნა საქართველოსა და კერძოდ საკუთარი ქალაქის შესახებ. მათ შექმნეს საკუთარი ვიდეო და აუდიო პროდუქტი, ელექტრონული ალბომი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ გაიგეს მეგობრობისა და თანამშრომლობის ფასი.
პირადად ჩემთვის ამ სკოლაში მუშაობამ გამოცდილება შემძინა ამ კუთხით. სიღრმისეულად დამანახა ბავშვები და მათი ინტერესები. მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანი იყო .
No comments:
Post a Comment